ალესანდრო დელ პიერო - „არსენალთან“ მოგებაში გადამწყვეტი კვარაცხელიას მომენტი აღმოჩნდა #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „არსენალთან“ მოგების შემდეგ „იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების ლეგენდამ, ალესანდრო დელ პიერომ Sky-სთან ინტერვიუში პსჟ-ის ქართველი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია. ქართველი თვდამსხმელის საგოლე გადაცემით უსმან დემბელემ ამ შეხვედრაში ერთადერთი გოლი გაიტანა და ნახევარფინალის პირველი მატჩის ბედი გადაწყვიტა.
„ხვიჩა კვარაცხელიამ ლიგის ბოლო მატჩებში შედარებით სუსტად ითამაშა და „ეკიპსაც“ კი გაუჩნდა კითხვა, რამდენად გამართლებული იყო „ნაპოლიდან“ მისი ტრანსფერი. შესაძლოა, ქართველმა თავდამსხმელმა ცოტა ხანს შეისვენა და ეს იმისთვის გააკეთა, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისთვის საუკეთესო ფორმაში ყოფილიყო. „პარი სენ-ჟერმენმა“ მისი შესანიშნავი თამაშის წყალობითაც მოიგო და ალესანდრო დელ პიერომაც შეაქო – იტალიელმა ლეგენდამ კვარაცხელიას თამაში შესანიშნავი სიტყვებით შეაფასა“, – წერს ვებგვერდი fanpage.it.
„როცა კვარაცხელია ბურთს იღებს, გადაწყვეტილებებს წამის მეათედში იღებს. მან აიძულა ტიმბერი სიღრმეში დაეხია. დემბელეს პასი არცთუ კარგი იყო, მაგრამ კვარამ შესანიშნავად იმოძრავა, ეს იყო ჩემი ერთ-ერთი პირველი გაკვეთილი, რაც რვა წლის ასაკში მასწავლეს. ასე ქმედება, რასაც კვარა აკეთებს, მცველს ვითარებაში გარკვევის დროს არ უტოვებს. მას მოძრაობით ნებისმიერ მხარეს შეუძლია წაიღოს ბურთი, მარცხნივ თუ მარჯვნივ, ამიტომაც გადმოვიდა კვარაზე „არსენალის“ ნახევარმცველი დეკლან რაისი, რომ ორმაგი დაცვა ეთამაშათ და ამ ვითრებაში დემბელეს გოლისთვის სივრცე გამოუთავისუფლდა“, – განაცხადა ალესანდრო დელ პიერომ.