ალექსის სანჩესს 16-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

09:15, 08.02.2018

ესპანურმა სასამართლომ 16-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდს, ალექსის სანჩესს. გაზეთ AS-ის ინფორმაციით, ჩილელი ვარსკვლავი დამნაშავედ ცნეს 2012-13 წლების პერიოდში საგადასახადო ორგანოებისთვის ერთი მილიონი ევროს დამალვაში. იმ დროს სანჩესი „ბარსელონაში“ თამაშობდა.

ჩილელი გამოძიებასთან თანამშრომლობას დათანხმდა, გადაიხადა მითითებული თანხა და დარიცხული პროცენტები. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა, სანჩესი საპყრობილეში არ მოხვდება, რადგან ეს მისი პირველი დანაშაულია, ხოლო სასჯელის ვადა არ აღემატება 2 წელს.

შეგახსენებთ, რომ სანჩესმა ცოტა ხნის წინ დატოვა „არსენალი“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი გახდა. ამ ტრანსფერით ის გახდა პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი – მისი ხელფასი კვირაში 563 ევროს შეადგენს.

მსგავსი