ალექსის სანჩესმა შესაძლოა ზაფხულში მანჩესტერი დატოვოს
ალექსის სანჩესმა შესაძლოა ზაფხულში მანჩესტერი დატოვოს

მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობა გუნდის ჩილელი ლეგიონერის, ალექსის სანჩესის თამაშით უკმაყოფილებას გამოხატავს და მიზეზი ის არის, რომ ფეხბურთელმა ამ გუნდში საკუთარი თავი ჯერ კიდევ ვერ იპოვა.

ბრიტანული გამოცემა სანი (The Sun) ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, ოლე გუნარ სოლსკიაერმა ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით მიიღო გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე იგეგმება ჩილელის იჯარის წესით სხვა კლუბში განათხოვრება.

სანჩესს იუნაიტედთან მიმდინარე კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. ამ ეტაპზე მისი მსურველი კლუბების ვინაობა არ სახელდება.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის ფეხბურთელი 2018 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შეიძინა კლუბმა და მას შემდეგ ის წითელი ეშმაკების ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.