ალექსის სანჩესმა „მანჩესტერში“ პირველი გოლი გაიტანა

21:56, 03.02.2018

ინგლისის პრემიერლიგის 26-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა „ჰადერსფილდი“.

68-ე წუთზე „მანჩესტერის“ შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა ჩილელმა ალექსის სანჩესმა. მან ვერ შეძლო პენალტის რეალიზება, მაგრამ პირველი იყო დამატებაზე.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარემ, დავიდ დე ხეამ მე-300 მატჩი ჩაატარა თავის კლუბში.

ამ მოგების შემდეგ, „იუნაიტედმა“ ლიდერ „მანჩესტერ სიტისთან“ სხვაობა 13 ქულამდე შეამცირა.

მსგავსი