ალექსის სანჩესით იტალიური გუნდები არიან დაინტერესებული
ალექსის სანჩესით იტალიური გუნდები არიან დაინტერესებული

როგორც ინგლისური პრესა იტყობინება, ოლე გუნარ სოლსკიაერის გეგმებში ალექსის სანჩესი არ შედის და დიდი ალბათობით, ჩილელი ზაფხულში მანჩესტერ იუნაიტედს დატოვებს.

კალჩომერკატოს ინფორმაციით, ჩილელი ფორვარდის შეძენით იუვენტუსია დაინტერესებული. იტალიური პრესა იუწყება, რომ ალექსისის აგენტი, ფერნარდო ფელიჩევიჩი, ტურინელთა სპორტულ დირექტორს უკვე შეხვდა.

სანჩესი სხვა იტალიური გუნდების ინტერესის სფეროშიც იმყოფება, მათ შორის არიან  მილანი, ინტერი, ნაპოლი და რომა.

შეგახსენებთ, რომ ალექსის სანჩესს იტალიის ჩემპიონატში აქამდეც უთამაშია, კერძოდ უდინეზეში, სადაც 95 მატჩში 20 გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ალექსისმა 20 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ ერთი ბურთის გატანა მოახერხა.