ალექსის სანჩესი კარიერას „სევილიაში“ გააგრძელებს #1TVSPORT

16:25, 01.09.2025

„არსენალის“ ყოფილი თავდამსხმელი, ჩილელი ალექსის სანჩესი კარიერას „სევილიაში“ განაგრძობს, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

სატრანსფერო სიახლეების ექსპერტი წერს, რომ გამოცდილი ჩილელი ფეხბურთელი ანდალუსიაში ჩაფრინდება და ესპანურ კლუბთან ერთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

გასული სეზონი სანჩესმა „უდინეზეში“ გაატარა, სადაც 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა შედეგიანი მოქმედებით თავის გამოჩენა ვერ მოახერხა.

36 წლის ფეხბურთელმა კარიერის საუკეთესო პერიოდი „არსენალში“ გაატარა – „მეთოფეთა“ მაისურით ჩატარებულ 166 მატჩში 80 გოლი გაიტანა და 44 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი