ალექსეი რეზნიკოვი - უკრაინას სჭირდება სულ მცირე 50 ერთეული HIMARS-ისა და M270-ის ტიპის არტილერია რუსული თავდასხმების შესაჩერებლად
ალექსეი რეზნიკოვი - უკრაინას სჭირდება სულ მცირე 50 ერთეული HIMARS-ისა და M270-ის ტიპის არტილერია რუსული თავდასხმების შესაჩერებლად

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ მის ქვეყანას სჭირდება სულ მცირე 50 ერთეული HIMARS-ისა და M270-ის ტიპის არტილერია რუსული თავდასხმების შესაჩერებლად, ხოლო 100 ერთეულის შემთხვევაში წარმატებულ კონტრშეტევას განახორციელებს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ რეზნიკოვმა „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე განაცხადა.

მისი თქმით, ასობით დასავლური სარაკეტო სისტემის არსებობა „თამაშის წესების შეცვლას“ შეუწყობს ხელს.

რეზნიკოვის განცხადებით, მოკავშირეების მიერ გადაცემული რაკეტსაწინააღმდეგო საზენიტო სისტემა უკვე დაეხმარა უკრაინულ ძალებს რუსების 30-მდე სამეთაურო პუნქტისა და საწყობის განადგურებაში, რამაც მნიშვნელოვნად შეანელა მოწინააღმდეგის შეტევა და მათი მხრიდან საარტილერიო დაბომბვის ინტენსივობა მკვეთრად შეამცირა.

„მადლობელი ვართ ყველა ჩვენი პარტნიორის HIMARS-ისა და M270-ისთვის. მტრის ეფექტიანად შესაკავებლად, ჩვენ გვჭირდება მინიმუმ 50 ერთეული ასეთი სისტემა იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ფრონტი თითქმის 2 500 კილომეტრია“, – აღნიშნა მინისტრმა.