ალექსეი დანილოვი - ტერორისტებმა ორი ატომური ელექტროსადგური დაიკავეს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო კი, დუმს
ალექსეი დანილოვი - ტერორისტებმა ორი ატომური ელექტროსადგური დაიკავეს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო კი, დუმს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებს სთხოვს, ჩავიდნენ რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებულ ჩერნობილისა და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურებში, იქ არსებული ნორმების შესაბამისობაზე დასაკვირვებლად. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

„რუსეთი ტერორისტული ქვეყანაა, ეს უკვე დადასტურდა. მაგრამ ახლა ის ასევე არის ბირთვული ტერორისტული ქვეყანა და დღეს ინსტიტუცია, რომელსაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ჰქვია, უნდა ჩარეულიყო ამ სიტუაციაში“, – აღნიშნა დანილოვმა.

დანილოვი ამბობს, რომ ტერორისტებმა ორი ატომური ელექტროსადგური დაიკავეს და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო დუმს.

„სად არიან მისი წარმომადგენლები სადგურზე? ისინი აქ უნდა ჩამოვიდნენ, პირდაპირ გააკონტროლონ ყველაფერი, რაც ამ სადგურებზე ხდება. დიდი თხოვნა მაქვს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ყველა წარმომადგენელთან – გთხოვთ, გაგზავნოთ თქვენი წარმომადგენლები ჩერნობილისა და ზაპოროჟიეს სადგურებში, რათა ნახოთ იქ, როგორც ბირთვულ ობიექტებზე, თუ რა ხდება ნორმებისა და რეგულაციებთან დაკავშირებით, მაგრამ მათ ალბათ, ეშინიათ ამის გაკეთება. ეს ნამდვილად სამწუხაროა“, – აღნიშნა დანილოვმა.