ალექსეი არესტოვიჩი - რუსეთს, საფრანგეთსა და გერმანიას შორის შესაძლოა, მიდიოდეს გარკვეული თამაში სამმხრივ დონეზე
ალექსეი არესტოვიჩი - რუსეთს, საფრანგეთსა და გერმანიას შორის შესაძლოა, მიდიოდეს გარკვეული თამაში სამმხრივ დონეზე

რუსეთთან კომპრომისი და მის მიერ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია არ იქნება, ოკუპანტები სრულად უნდა გავიდნენ ჩვენი ქვეყნიდან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა მტერთან რაიმე სახის შერიგებაზე საუბარი არ უნდა იყოს.

„შერიგების ერთადერთი ვარიანტია – რუსეთის კაპიტულაცია, შეიარაღებული ძალების გაყვანა და საუბრები კომპენსაციაზე. ეს სახელმწიფოს ხელმძღვანელობის პრინციპული პოზიციაა“, – აღნიშნავს არესტოვიჩი.

მისი განმარტებით, ეს არამხოლოდ პრეზიდენტის, არამედ დიპლომატებისა და უკრაინის საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს პირობებია.

„არ იქნება ვარიანტი, სადაც ჩვენ რუსების აქ დარჩენას დავუშვებთ. ცალკეულ ქვეყნებს შეუძლიათ, შეეცადონ შეთანხმებას, მაგრამ ვხედავთ, როგორი მრავალმხრივი პროცესები მიდის ევროპაში. ისინი ხანდახან ყოყმანობენ, რადგან ეს არის ევროპული პოლიტიკის სკოლა“, – აცხადებს არესტოვიჩი.

მისი თქმით, რომ რუსეთს, საფრანგეთსა და გერმანიას შორის შესაძლოა, მიდიოდეს გარკვეული თამაში სამმხრივ დონეზე, ასეთ ქცევას კი არესტოვიჩი უცნაურ პოზიციად აფასებს.

დატოვე კომენტარი