ალექსანდრე თოფურიას წინააღმდეგ კოლბი თიქნესის სამწვრთნელო კუთხეში ალექსანდერ ვოლკანოვსკი იქნება #1TVSPORT
ალექსანდრე თოფურიას წინააღმდეგ კოლბი თიქნესის სამწვრთნელო კუთხეში ალექსანდერ ვოლკანოვსკი იქნება #1TVSPORT

ქართველი მებრძოლი ალექსანდრე თოფურია UFC-ში სადებიუტო ბრძოლისთვის ემზადება. 9 თებერვალს სიდნეიში ის ავსტრალიელ კოლბი თიქნესს დაუპირისპირდება.

ავსტრალიური შერეული ორთაბრძოლების ორგანიზაციის ჩემპიონი თიქნესი UFC-ში ასევე სადებიუტო ჩხუბს გამართავს. ის ქვემსუბუქი წონის ყოფილ ჩემპიონთან, ალექსანდერ ვოლკანოვსკისთან ერთად ვარჯიშობს და როგორც ცნობილი გახდა, თოფურიასთან ბრძოლის დროს მის სამწვრთნელო კუთხეში ვოლკანოვსკისაც ვიხილავთ.

29 წლის ალექსანდრე თოფურიას ბრძოლის დროს საკუთარი ძმა, ილია დაეხმარება, რომელმაც გასული წლის თებერვალში ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა და ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.

თიქნესისა და თოფურიას დაპირისპირება სუპერმსუბუქ წონაშია ჩანიშნული. ამ მომენტისთვის ალექსანდრეს შერეულ ორთაბრძოლებში ხუთი გამარჯვება და ერთი მარცხი აქვს, ხოლო მისი ავსტრალიელი მეტოქე ჯერ დაუმარცხებელია, მის ანგარიშზე შვიდი მოგებული ბრძოლაა.