ალექსანდრე თოფურია UFC-ში მეორე ბრძოლას ყაზახ ბეკზატ ალმახანთან ჩაატარებს #1TVSPORT
UFC-ს ქართველი მებრძოლი ალექსანდრე თოფურია ოქტაგონზე ბრუნდება. ორგანიზაციაში ის მომდევნო ბრძოლას ყაზახ ბეკზატ ალმახანთან 22 ნოემბერს, კატარში ჩაატარებს.
27 წლის ალმახანი UFC-ში 2024 წლიდან ირიცხება. მას სადებიუტო ბრძოლა უმარ ნურმაგომედოვთან ჰქონდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა, ხოლო შემდეგ ბრედ კატონას ნოკაუტით მოუგო.
რაც შეეხება ალექსანდრე თოფურიას, 29 წლის ქართველი მებრძოლისთვის ეს UFC-ში მეორე ბრძოლა იქნება. მიმდინარე წლის თებერვალში სუპერმსუბუქ დივიზიონში მან ავსტრალიელ კოლბი თიქნესს სძლია.