ალექსანდრე რაქვიაშვილი – საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში მონაწილეობა არაღიარების პოლიტიკის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია

23:49, 26.11.2021

საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში გვაქვს შეხვედრები ისეთ ქვეყნებთან, რომლებთანაც სხვა ფორმატებში საუბრის ნაკლები შესაძლებლობა გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

დეპუტატი მადრიდში იმყოფება, სადაც საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, IPU-ის გენერალური ასამბლეის მუშაობაში იღებს მონაწილეობას. პარალელურად, დელეგაცია ორმხრივ შეხვედრებსაც მართავს.

„შეხვედრებზე მადრიდში ბევრ სხვა თემასაც ვეხებით. ესენია ინვესტიციების მოზიდვა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები. შეხვედრები მადრიდში საკმაოდ პოზიტიურად მიდის“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

მსგავსი