ალექსანდრე რაქვიაშვილი - მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან თუ წავა, ეს გარდაუვლად აისახება თავად „ნაციონალურ მოძრაობაზე“
ალექსანდრე რაქვიაშვილი - მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან თუ წავა, ეს გარდაუვლად აისახება თავად „ნაციონალურ მოძრაობაზე“

მიხეილ სააკაშვილი ციხეს თუ დატოვებს და მას საზღვარგარეთ გადაიყვანენ, ეს შიდა პოლიტიკური დაძაბულობის შემცირებას დაეხმარება, – აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

დეპუტატის თქმით, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“ საფუძველი გაუჩნდება, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში წესიერად ჩაერთოს.

„მაგრამ ეს რამდენად დამაჯერებელი იქნება? მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან თუ წავა, ეს გარდაუვლად აისახება თავად „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რადგან შეუძლებელია, ეს პარტია იგივე რეჟიმში მუშაობდეს. დარწმუნებული ვარ, პოლიტიკიდან მიხეილ სააკაშვილის წასვლას სხვა პოლიტიკოსების წასვლაც მოჰყვება და ზოგი პოლიტიკოსი კი, დაწინაურდება. თუ არაფერი შეიცვლება, არ მგონია, ვინმემ მხოლოდ განცხადებას დაუჯეროს. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ პერიოდში მაქსიმალურად ეფექტიანი უნდა იყოს და თუ ისინი იგივე რეჟიმში იქნებიან, როცა ხშირად მათი პოლიტიკური პოზიცია გაუგებარია, ხან რაღაცას აკეთებენ, თუ აქტიური არ იქნებიან, მიხეილ სააკაშვილის სავაჭრო პოზიცია სუსტი იქნება“, – აცხადებს რაქვიაშვილი.