ალექსანდრე ხაცკევიჩი - არაბიძის ძლიერი მხარეები უნდა გამოვიყენოთ
ალექსანდრე ხაცკევიჩი - არაბიძის ძლიერი მხარეები უნდა გამოვიყენოთ

როტორის“ მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ხაცკევიჩმა თურქეთში პირველი შეკრების დასრულების შემდეგ ახალწვეულის, გიორგი არაბიძის შესახებ ვოლგოგრადის გუნდის პრეს-სამსახურთან ილაპარაკა.

ბელარუსი სპეციალისტის თქმით, 22 წლის ქართველს შეუძლია გუნდის შეტევას სიმწვავე შემატოს, მაგრამ ჯერ ფორმაში შესასვლელად დრო დასჭირდება.

არაბიძეს ჯერ კიდევ ვაკვირდებით. გასაგებია, რომ საერთოდ მოუმზადებელი ჩამოვიდა, რადგან საკამოდ სერიოზული ტრავმა ჰქონდა. მაგრამ სადავო არაა, რომ ის გუნდს შეტევაში კრეატივს შემატებს. ის ძალიან ტექნიკური და სწრაფია, კარგი მარცხენა ფეხი და არასტანდარტული საფეხბურთო აზროვნება გააჩნია. მაგრამ სანამ არ ექნება ფუნციონალური მომზადება და მოძრაობა, მას გაუჭირდება. თუმცა, ის ითმენს, სირბილსა და ძალისმიერ ვარჯიშებზე კი შედარებით ნაკლებად ვტვირთავთ. მისი ძლიერი მხარეები სწორად უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა ალექსანდრე ხაცკევიჩმა.