ალექსანდრე ინწკირველმა „ლოკომოტივი“ დატოვა #1TVSPORT
ალექსანდრე ინწკირველმა „ლოკომოტივი“ დატოვა #1TVSPORT

თბილისის „ლოკომოტივი“ ისევ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. ეროვნულ ლიგაში დასრულებული ორი წრის შემდეგ გუნდი ალექსანდრე ინწკირველმა დატოვა – ინფორმაციას გუნდის პრეს-სამსახური ავრცელებს.

„ალექსანდრე ინწკირველმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. დიდი მადლობა ლექსო“, – წერია კლუბის გავრცელებულ ცნობაში.

ეს გადაწყვეტილება ეროვნული ლიგის მე-18 ტურში ბოლნისის „სიონთან“ მატჩის შემდეგ მიიღეს, რომელშიც თბილისური გუნდი 1:5 დამარცხდა. 18 ტურის შემდეგ „ლოკომოტივმა“ მხოლოდ 3 ქულა დააგროვა და ბოლო ადგილზეა. თუმცა, ეს 3 ქულაც გუნდმა ინწკირველის დროს მოიპოვა.

ალექსანდრე ინწკირველი მეორე მწვრთნელია, რომელმაც მიმდინარე სეზონში „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. მანამდე გუნდს ლაშა ჭაღიაშვილი ავარჯიშებდა.