ალექსანდრე იაშვილი - რამაზ სვანაძის 21-წლამდე ნაკრებს რეალური შანსი აქვს, ევროპის ჩემპიონატზე მოხვდეს #1TVSPORT
ალექსანდრე იაშვილი - რამაზ სვანაძის 21-წლამდე ნაკრებს რეალური შანსი აქვს, ევროპის ჩემპიონატზე მოხვდეს #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა 21-წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, რამაზ სვანაძესთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ კომენტარი გააკეთა.

„ძალიან მიხარია, რომ რამაზ სვანაძემ თავის სამწვრთნელო შტაბთან ერთად ხელშეკრულება მიმდინარე ციკლის ბოლომდე გააგრძელა. ჩვენ ისე მოვდივართ და ისეთი ურთიერთობა გვაქვს, ხელს რომ ჩამოვართმევთ, ვიცით, რომ ერთმანეთს ვენდობით, გვსიამოვნებს ერთად მუშაობა და ამიტომ ვადას არ აქვს აქ მნიშვნელობა. რამაზისთვისაც და ჩვენთვისაც მთავარი ის არის, რომ ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას და ეროვნულ გუნდებს.

აღსანიშნავია, რომ 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შემდეგაც წარმატებულად განაგრძობს ასპარეზობას და დღეს, ჯგუფში დაკავებული მეორე ადგილით, პირველად გვაქვს რეალური შანსი, რომ ახალგაზრდული ნაკრები უკვე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლით მოხვდეს ევროპის ჩემპიონატზე. ამ კუთხითაც წელს უმნიშვნელოვანესი მატჩები გველის და მინდა, წარმატება ვუსურვო რამაზს, მის სამწვრთნელო შტაბს და მთლიანად გუნდს“, – ამბობს ალექსანდრე იაშვილი.

ფეხბურთის ფედერაციამ ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან კონტრაქტი ერთი წლით გააგრძელა, რომელიც ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობასაც ითვალისწინებს.