ალექსანდრე იაშვილი – „ნიურნბერგის“ მოთამაშეს, ალი დემირს დავიმატებთ, რომელიც დედით ქართველია #1TVSPORT

11:59, 23.03.2026

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში, ვილი სანიოლთან ერთად, მოახლოებულ სანაკრებო მატჩებზე ისაუბრა.

„უპირველესად, მინდა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დიდი მწუხარება გამოვხატო. ეს ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის უდიდესი დანაკლისია.

რაც შეეხება კაშიას განცხადებას, მან ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე უკაპიტნა და მადლობა ეკუთვნის ყველაფრისთვის. ჩვენი კარი მისთვის ყოველთვის ღია იქნება, როდესაც გადაწყვეტს, რომ მუშაობა გააგრძელოს. დარწმუნებული ვარ, მომავალში ქართული ფეხბურთისთვის კიდევ ბევრს გააკეთებს.

ვაპირებთ თუ არა უცხოეთიდან ქართული წარმოშობის მოთამაშეების დამატებას? ამ ეტაპზე „ნიურნბერგის“ ფეხბურთელს, ალი დემირს დავიმატებთ, რომელიც დედით ქართველია. ასევე, 17-წლამდელთა ნაკრებში ითამაშა მათე ისაკაძემ, რომელიც მანამდე ირლანდიის სახელით ასპარეზობდა. ველოდებით, როდის მიიღებს ჯემალ კაიაშვილი მოქალაქეობას“, – ამბობს იაშვილი.

საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ საწვრთნელ შეკრებას დღეს დაიწყებს. „ჯვაროსნები“ 26 მარტს თბილისში ისრაელს დაუპირისპირდებიან, ხოლო 29 მარტს კაუნასში ლიეტუვას შეხვდებიან.

მსგავსი