ალექსანდრე იაშვილი - კვარაცხელიას ნებისმიერი ტოპ-გუნდის გაძლიერება შეუძლია #1TVSPORT
ალექსანდრე იაშვილი - კვარაცხელიას ნებისმიერი ტოპ-გუნდის გაძლიერება შეუძლია #1TVSPORT

სპორტბილდთან“ ინტერვიუში ალექსანდრე იაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ილაპარაკა – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა გერმანულ გამოცემასთან განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ნებისმიერ გრანდში ითამაშებს.

„ამბობენ, რომ ქართველმა სუპერტალანტმა ხვიჩა კვარაცხელიამ ზოგიერთი წამყვანი კლუბის ყურადღება მიიპყრო. მისმა მენეჯერმა თქვა, რომ 20 წლის ფეხბურთელი ბოლოს „რეალში“ ან მიუნხენის „ბაიერნში“ მოხვდებოდა. აქვს თუ არა კვარაცხელიას ისეთი თვისება, რომ ასეთ კლუბებში თავი გამოიჩინოს?“ – იაშვილმა ამ კითხვას ვრცლად უპასუხა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ხვიჩას შეუძლია ნებისმიერი ტოპ-გუნდის გაძლიერება. თუმცა ძნელი სათქმელია, პირდაპირ უნდა წავიდეს ისეთ კლუბში, როგორიცაა „ბაიერნი“ თუ აჯობებს, შუალედური ნაბიჯი გადადგას, რათა სათამაშო პრაქტიკა და გამოცდილება შეიძინოს. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ – კვარაცხელიას აქვს ყველა ის უნარი, რომ გახდეს უმაღლესი დონის ვარსკვლავი. ყოველთვის, როცა ვუყურებ როგორ ვარჯიშობს, მისი წარმოუდგენელი ნიჭით აღტაცებული ვრჩები“, – ამბობს იაშვილი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე ილაპარაკა, რა გამოარჩევს კვარაცხელიას სხვა თავადმსხმელებისგან:

„კვარაცხელია სუპერდრიბლიორია, მეტოქეს ერთი-ერთზე გვერდს ადვილად უვლის, ყოველთვის ცდილობს თავისი უზარმაზარი სიჩქარით თამაში გაამწვავოს. დიდ ნაკრებებსაც უტანს. მარტში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში თავი ესპანეთთან გამოიჩინა. ის გუნდისთვის ბევრს მუშაობს და დაცვასაც ეხმარება“.