ალექსანდრე იაშვილი - გვსურს, რომ ივნისის მატჩებს ვაისთან ერთად შევხვდეთ
ალექსანდრე იაშვილი - გვსურს, რომ ივნისის მატჩებს ვაისთან ერთად შევხვდეთ

ალექსანდრე იაშვილის თქმით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ეროვნულ ნაკრებში ვლადიმირ ვაისის მუშაობით კმაყოფილია და მზადაა, მასთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს. ეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა სფფ-ს ხელმძღვანელების მიერ გამართულ ფეიქსბუკ-კონფერენციაზე განაცხადა.

„ვაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი მარტის ბოლოს უმთავრდება. ჩვენ მისი მუშაობით ძალიან კმაყოფილები ვართ და ამიტომაც არის აქამდე ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი. მასთან ყოველდღიური კავშირი გვაქვს და ჩვენი სურვილია, რომ ივნისის სანაკრებო თამაშებს ერთად შევხვდეთ. ახალი კონტრაქტის გაფორმებას დრო სჭირდება და დარწმუნებული ვარ, რომ საკითხი დადებითად გადაწყდება“ – ამბობს ალექსანდრე იაშვილი.