ალექსანდრე იაშვილი – დარწმუნებული ვარ, სამწვრთნელო შტაბში გურამ კაშიას დამატება ნაკრებს ძალიან წაადგება #1TVSPORT

12:51, 18.09.2026

„მიხეილ მესხზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე, ვილი სანიოლთან ერთად, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ალექსანდრე იაშვილი იმყოფებოდა და ერთა ლიგის გათამაშების მოახლოებულ მატჩებზე ისაუბრა. მანამდე კი განაცხადა, რომ ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში გურამ კაშიას დამატება „ჯვაროსნებს“ წაადგება.

„მიხარია, რომ გურამ კაშია ისევ ჩვენთან არის. დარწმუნებული ვარ, თავისი უდიდესი გამოცდილებით, პროფესიონალიზმითა და ქვეყნის სიყვარულით ძალიან წაადგება ახალგაზრდებს და მთლიანად ნაკრებს. მჯერა, მისი ყოფნა ნაკრებს წარმატებით გამოსვლაში ძალიან დაეხმარება.

საქართველოს ნაკრები სექტემბერ-ოქტომბერში ერთ ლიგაზე ოთხ შეხვედრას გამართავს. „ჯვაროსნები“ 25 სექტემბერს ჩრდილოეთ ირლანდიას, ხოლო 28-ში უკრაინას თბილისში უმასპინძლებენ, 2 ოქტომბერს უნგრეთს, 5 ოქტომბერს კი ჩრდილოეთ ირლანდიას ესტუმრებიან.

მსგავსი