ალექსანდრე იაშვილი - ჩაკვეტაძემ მითხრა, რომ ტრავმირებული მუხლი აღარ აწუხებს
დღეს ვესაუბრე გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელმაც მითხრა რომ ტრავმირებული მუხლი აღარ აწუხებს, – ამის შესახებ ალექსანდრე იაშვილმა ქართულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
საქართველოს ნაკრების მთავარი იმედი გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმირებული იყო და 30 იანვრის შემდეგ „გენტში“ პირველად 6 აპრილს, ბელგიის ჩემპიონატის ლიდერ „გენკთან” ითამაშა. გიორგი ჩაკვეტაძემ მოედანზე 74-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც მისი გუნდი 0:2-ს აგებდა და 87-ე წუთზე საგოლე გადაცემა გააკეთა.
იაშვილის თქმით, 19 წლის ფეხბურთელის მდგომარეობა დამაიმედებელია.
„მან პირველ შეხვედრაში დაახლოებით 20 წუთი ითამაშა, მომდევნო შეხვედრაში კი, მეტი დრო მიეცემა, რაც ძალიან სასიხარულია“, – თქვა იაშვილმა.
გიორგი ჩაკვეტაძემ დიდი წვლილი შეიტანა, საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის დე დივიზიონის ჯგუფური ეტაპი რომ მოიგო, რის შემდეგაც ის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.