ალექსანდრე ფევაძე საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს #1TVSPORT

17:15, 28.04.2026

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) გუნდის ფორვარდი ალექსანდრე ფევაძე საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დაასახელეს.

გამოკითხვაში 48 ადამიანი იღებდა მონაწილეობას – სუპერლიგის 11 გუნდის მთავარი მწვრთნელი, მატჩების მსაჯები, კომისრები, კალათბურთის თემაზე მომუშავე ჟურნალისტები და ტელეკომენტატორები.

ფევაძემ გამოკითხვაში 70 ქულა დააგროვა. მეორე ადგილზე გავიდა „ბათუმის“ მოთამაშე გიორგი ოჩხიკიძე, მესამეზე – დეტრეკ ბრაუნინგი („ქუთაისი“).

დასრულებულ რეგულარულ სეზონში ფევაძე საშუალოდ ერთ შეხვედრაში 16.1 ქულას, 7.8 მოხსნასა და 3.2 შედეგიან პასს აგროვებდა.

მსგავსი