ალექსანდრე ჩივაძის სახელობის ნომინანტებს მედლები შოტლანდიაში გადაეცათ #1TVSPORT
ალექსანდრე ჩივაძის სახელობის ნომინანტებს მედლები შოტლანდიაში გადაეცათ #1TVSPORT

ალექსანდრე ჩივაძის სახელობის მედლების ნომინანტებს მედლები შოტლანდიაში გადასცეს – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცხიის პრეს-სამსახური ავრცელებს.

რადგან სამივე ნომიმანტი საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრების წევრია და 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მატჩების ჩასატარებლად შოტლანდიის ქალაქ ფოლკერკიში იმყოფება, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა მათ მედლები სწორედ ელიტრაუნდის დროს გადასცა.

იაშვილმა 17-წლამდე ნაკრების წევრებს ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები გადასცა. პირველ ადგილზე გასული „დინამო თბილისის“ წევრმა, ნაკრების კაპიტანმა გაბრიელ სიგუამ ოქროს მედალი ჩაიბარა. „საბურთალოს“ ფეხბურთელმა გიორგი ტაბატაძემ ვერცხლი მედალი მიიღო, ხოლო „ლოკომოტივის“ მეკარე სოსო კოპალიანმაბრიჯნაოს.

ალექნსადრე ჩივაძის მედალი, 2017 წლიდან, ყოველწლიურად საქართველოში მოთამაშე 17 და 19-წლამდე ასაკში გამორჩეულ ფეხბურთელებს გადაეცემათ. მისი მფლობელები იყვნენ ხვიჩა კვარაცხელია და ირაკლი აზაროვი.