ალექსანდრე ჩივაძე - ნაკრებში უნდა დამთავრდეს ექსპერიმენტები და ისეთი ფეხბურთელების გამოძახება, რომლებიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებენ #1TVSPORT
ალექსანდრე ჩივაძე - ნაკრებში უნდა დამთავრდეს ექსპერიმენტები და ისეთი ფეხბურთელების გამოძახება, რომლებიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებენ #1TVSPORT

საქართველოს პირველ არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა ფეხბურთელებმა საქართველოს ნაკრების სექტემბრის თამაშები შეაფასეს.

ალექსანდრე ჩივაძე: „ძალიან ვრცელი თემაა და რომ ვისაუბრო, ეს გადაცემა არ გვეყოფა. სანიოლის მოსვლის შემდეგ ნაკრებში დააახლოებით 35-40 ფეხბურთელი გაისინჯა. სამწუხაროდ, ტრავმის გამო რამდენიმე კარგი ფეხბურთელი დაგვაკლდა. ჩემი პირადი აზრით, ნაკრებში ამდენი მოთამაშე ძალიან ბევრია. ჩვენ რომ ნაკრებში გვიწვევდნენ, მანამდე კლუბებში გვამოწმებდნენ. მე, ჩელებაძე და სულაქველიძე ნაკრებში რომ აგვიყვანეს, ბესკოვმა კედელზე გამოაკრა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების მაჩვენებლები. სწორება ამაზე უნდა ყოფილიყო. ნაკრებში სხვა მოთხოვნებია, იქ ვარსკვლავებს ეთამაშები. ნახეს ეროვნული ჩემპიონატის მოთამაშეები. ალბათ, აღარ იქნება ასეთი გადახტომები და სამწვრთნელო სტაფი ჩამოყალიბდება იმ 15-20 კაცზე, რომლების იმედიც შემდეგ ციკლში ექნებათ. დადიხარ საქართველოს ჩემპიონატზე და იცი აქაური მოთამაშეების შესაძლებლობები, მერე კი ესპანეთს ხვდები. მოკლედ, დამთავრდა ამ ექსპერიმენტების დრო და უნდა დამთავრდეს ისეთი ფეხბურთელების გამოძახება, რომლებიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებენ”.

ვლადიმერ გუცაევი: „ზოგიერთ ფეხბურთელს რომ ვუყურებ, ვერ ვხდები, რატომ აიყვანეს – არც ძლიერ კლუბშია და არც თავის პოზიციაზეა სხვებზე უკეთესი. საშა მართალია, მწვრთნელი ბირთვზე უნდა ჩამოყალიბდეს“.

ჩივაძის თქმით, მოთამაშეების გასაზრდელად ძლიერი ჩემპიონატია საჭირო: 

„საბჭოთა ჩემპიონატში „დინამო“ საქართველოს ნაკრები იყო, „არარატი“ – სომხეთის ნაკრები, კიევის „დინამო“ – უკრაინის და ამ თამაშებში ისეთ გამოცდილებას ვიღებდით, რომ ვიზრდებოდით. შენ თავს უფლებას ვერ მისცემდი, რომ მოშვებულიყავი. თან არ დაგავიწყდეთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი იყო, ოფიცრები და პარტიის წევრები ვიყავით. ზოგი ჭირი მარგებელია, მაშინ კიდევ კარგი უცხოეთში არ გვიშვებდნენ, თორემ „დინამოს“ წარმატებული ეპოქა აღარ იქნებოდა“.