ალექსანდრე ჩივაძე - დარწმუნებული ვარ, პლეი ოფის ფინალში გავალთ, ხვიჩა დაგვემატება და სანუკვარ მიზანს მივაღწევთ #1TVSPORT
ალექსანდრე ჩივაძე - დარწმუნებული ვარ, პლეი ოფის ფინალში გავალთ, ხვიჩა დაგვემატება და სანუკვარ მიზანს მივაღწევთ #1TVSPORT
თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა კაპიტანმა, ალექსანდრე ჩივაძემ საქართველოს პირველ არხთან ევრო 2024-ზე ჩვენი ნაკრების გასვლის შანსები შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ ქართველი გულშემატკივარის ოცნება ახდება.
„რა შანსი აქვს საქართველოს ნაკრებს, რომ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშოს? იმედი მაქვს, რომ ჩვენი გუნდი ამას მოახერხებს. ჯერ ლუქსემბურგთან შეხვედრა გვაქვს, უნდა გავავსოთ სტადიონი და საქართველოს ნაკრებს ვუგულშემატკივროთ. დარწმუნებული ვარ, ფინალში გავალთ, სადაც ხვიჩა დაგვემატება და სანუკვარ მიზანს მივაღწევთ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ალექსანდრე ჩივაძემ.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ნახევარფინალურ მატჩში „ჯვაროსნები“ შინ ლუქსემბურგს 2024 წლის 21 მარტს დაუპირისპირდებიან, გამარჯვების შემთხვევაში კი საბერძნეთი-ყაზახეთის წყვილში საუკეთესოს ასევე საკუთარ სტადიონზე 26 მარტს მიიღებენ.
ოთხთა ტურინირის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს, რომელსაც 2024 წელს გერმანია უმასპინძლებს.