ალექსანდრე ჭიკაიძე ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა
ალექსანდრე ჭიკაიძე ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა

ალექსანდრე ჭიკაიძე ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა. აღნიშნულ ინფორმაციას ჭიდაობის ფედერაცია ადასტურებს.

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად დეკემბერში, პრეზიდიუმის სხდომაზე დაინიშნა. იგი თავისუფალი სტილის მიმართულებით იმუშავებს.

როგორც ჭიდაობის ფედერაციაში აცხადებენ, ალექსანდრე ჭიკაიძე თავად მოჭიდავე იყო და ახლო შეხება აქვს სპორტის ამ სახეობასთან.

ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია ანაზღაურებადი არ არის.

ალექსანდრე ჭიკაიძე შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 იანვრამდე იკავებდა. შემდეგ იგი კრიზისების მართვის საბჭოში მუშაობდა.