ალექსანდრე ჩეფერინი - სუპერლიგა ოლიგარქების თავხედური გეგმაა, მაგრამ ფეხბურთი უეფა-ს პროექტებით განვითარდება #1TVSPORT
ალექსანდრე ჩეფერინი - სუპერლიგა ოლიგარქების თავხედური გეგმაა, მაგრამ ფეხბურთი უეფა-ს პროექტებით განვითარდება #1TVSPORT

ალექსანდრე ჩეფერინმა ევროპული ფეხბურთის თანმიმდევრულობა ბოლო ორი წლის კრიზისის პერიოდში სამაგალითოდ დაასახელა. ვენაში, 46-ე კონგრესზე, უეფა-ს 55 ასოციაციის დელეგატებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან მიმართებაში უეფა-ს პრეზიდენტმა აღნიშნა პროგრესი, რომელიც მიღწეულია იქნა რთული პირობების მიუხედავად.

უეფა-ს პრეზიდენტმა საფეხბურთო საზოგადოების მიერ კოვიდპანდემიის გავლენის საპასუხოდ და ევროპის სუპერლიგის საფრთხის დროს გამოვლენილ სოლიდარობაზე ისაუბრა:

„მე ვამაყობ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მქონდა შესაძლებლობა მემუშავა ბევრ დიდ ადამიანთან ერთად. ჩვენ გადავრჩით ამ რთულ დროს. ერთად ვიპოვეთ საჭირო გადაწყვეტილებები. ჩვენ ერთად უძლეველი ვართ. პანდემიისას, სერიოზული სკეპტიციზმის ფონზე, უეფა-მ ამ სეზონში გაბედულად წამოიწყო კიდევ ერთი საკლუბო შეჯიბრი, უეფა-ს კონფერენს ლიგა. ესაა ტურნირი, რომელიც ცოცხლობს და სუნთქავს ფეხბურთით, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს და რომელიც 1980-იანი წლების ფეხბურთს გვახსენებს.

– პანდემიის დროს, უპრეცედენტო ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, უეფა-მ არა მხოლოდ ყველა თანხა გადაიხადა სოლიდარობის ფონდიდან, არამედ ეს წინასწარ გააკეთა, რათა ფინანსურ ზეწოლასთან ასოციაციებისა და კლუბებისთვის ვითარება შეემსუბუქებინა. უეფა-მ, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ გაზრდის ასოციაციების სოლიდარობის გადახდას მომდევნო ციკლში, განსაკუთრებით ჰეთ-თრიქის პროგრამის ფარგლებში. იგივე ეხება კლუბების გადახდებს, მიუხედავად იმისა, მოხვდნენ თუ არა ევროტურნირებზე. ფეხბურთმა ისარგებლა იმით, რომ უეფა ისე მკაცრად მართავს თავის ფინანსებს, რომ შეუძლია მოგების 97%-ზე მეტი დააბრუნოს ფეხბურთში.

– სუპერლიგის შექმნის სურვილი ერთი მუჭა ოლიგარქების თავხედური მცდელობაა, წამოიწყონ პროექტი, რომელიც დაარღვევს ევროპული ფეხბურთისა და ევროპული საზოგადოების ყველა ღირებულებას. ამ პროექტის დროს გამოვლინდა კლუბების, ლიგების, მოთამაშეების, მწვრთნელების, გულშემატკივრების, კომერციული და სატელევიზიო პარტნიორების, ევროკავშირის პოლიტიკური ხელისუფლებისა და ევროპის მთავრობების ერთსულოვნება. ეს იყო პასუხი ამპარტავანი და ზიზღისმომგვრელი გეგმის წინააღმდეგ, რომელიც შეიმუშავა რამდენიმე მილიარდერმა, რომლებსაც არ შეუძლიათ იმ აზრს შეეგუონ, რომ ფეხბურთში, ისევე როგორც ცხოვრებაში, შეიძლება ღარიბთან წააგო. თუმცა გპრიდებით, რომ ფეხბურთი მხოლოდ უეფა-ს მიერ ინიცირებული პროექტებით განვითარდება“, – თქვა ჩეფერინმა.