ალექსანდრ ვოლკანოვსკი - მსურს, ილია თოფურიას დავუმტკიცო, რომ სხვა დონეზე ვარ #1TVSPORT
ალექსანდრ ვოლკანოვსკი - მსურს, ილია თოფურიას დავუმტკიცო, რომ სხვა დონეზე ვარ #1TVSPORT

UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონმა, ავსტრალიელმა ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ თავისი გეგმების შესახებ ისაუბრა. როგორც ჩემპიონი ამბობს, მას ილია თოფურიასთან ბრძოლა სურს.

სავარაუდოდ, ქართველისა და ავსტრალიელის დაპირისპირება მიმდინარე წელს არ შედგება, რადგან უკანასკნელი გამარჯვების შემდეგ ვოლკანოვსკიმ განაცხადა, რომ ხელზე ოპერაციის გაკეთებას აპირებს. დიდი ალბათობით, ამ ჩხუბს 2024 წლის დასაწყისში ვიხილავთ.

„ილია თოფურიასთან ბრძოლას ვგეგმავ, ის ნამდვილად იმსახურებს საჩემპიონო ჩხუბს. ბევრს საუბრობს და სახეში უამრავ დარტყმას მივაყენებ.

მიმდინარე წლის ბოლომდე კალენდარი დალაგებულია, ხელზეც ოპერაცია მჭირდება. სავარაუდოდ, 2024 წლის დასაწყისში ილიასთან ჩხუბი შესაძლებელი იქნება. ახლა ჩვენს დივიზიონში ტიტულზე ბრძოლასთან ისე ახლოს არავინაა, როგორც თოფურია.

მსურს, მას დავუმტკიცო, რომ სხვა დონეზე ვარ. ქართველი ჯერ ოქტაგონზე არ დამარცხებულა და პირველი მე ვიქნები, ვინც ამას მოახერხებს“, – განაცხადა ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ (14 გამარჯვება, 0 მარცხი კარიერაში) უკანასკნელი ბრძოლა ივნისში ამერიკელ ჯოშ ემეტთან გამართა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. ის ამჟამად UFC-ის ქვემსუბუქი წონის რეიტინგში მეხუთე ადგილს იკავებს.