ალექსანდრ უსიკმა ჯოშუასთან ბრძოლისთვის მზადება გადაწყვიტა #1TVSPORT
LONDON, ENGLAND - SEPTEMBER 25: Oleksandr Usyk celebrates after being crowned the new World Champion following the Heavyweight Title Fight between Anthony Joshua and Oleksandr Usyk at Tottenham Hotspur Stadium on September 25, 2021 in London, England. (Photo by Julian Finney/Getty Images)
უკრაინელმა სუპერმძიმეწონოსანმა, WBA-ს, WBO-სა და IBF-ის ვერსიებით მსოფლიოს ჩემპიონმა ალექსანდრ უსიკმა საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, რომელშიც განაცხადა, რომ იწყებს მზადებას ენტონი ჯოშუასთან გასამართი მატჩ-რევანშისთვის.
„გადავწყვიტე დავიწყო მზადება მატჩ-რევანშისთვის ენტონი ჯოშუას წინააღმდეგ. ამ გზით უფრო მეტად და კარგად დავეხმარები ჩემს ქვეყანას, ვიდრე ტერიტორიული დაცვის რიგებში დგომითა და კიევის ქუჩებში ავტომატით სირბილით.
ძალიან ბევრმა მეგობარმა და ახლობელმა დამირეკა და მხარი დამიჭირა ამ გადაწყვეტილების გამო. დიდება უკრაინას!“ – განაცხადა უსიკმა.