ალექსანდრ სირსკი ტერიტორიული დაკომპლექტების ცენტრების თანამშრომელთა მიმართ ძალადობის ფაქტებს გამოეხმაურა - სამხედრო მოსამსახურეებზე ძალადობა დაუშვებელია
ალექსანდრ სირსკი ტერიტორიული დაკომპლექტების ცენტრების თანამშრომელთა მიმართ ძალადობის ფაქტებს გამოეხმაურა - სამხედრო მოსამსახურეებზე ძალადობა დაუშვებელია

სამხედრო მოსამსახურეებზე ძალადობა დაუშვებელია, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.

სირსკი ამ განცხადებით გამოეხმაურა ბოლო დროს გავრცელებულ შემთხვევებს, რომლის მიხედვითაც, ადგილი ჰქონდა ტერიტორიული დაკომპლექტების ცენტრების თანამშრომლების მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებს.

შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა აღნიშნული ძალადობრივი ფაქტები სამარცხვინო შემთხვევებად მოიხსენია და იმედი გამოთქვა, რომ ეს დანაშაულები სრულად იქნება გამოძიებული, რათა დამნაშავეებმა დამსახურებული სასჯელი მიიღონ და თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი ინციდენტები.

სირსკის თქმით, უნდა იზრუნონ ამ სტრუქტურის მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებაზე. მაგრამ, მისივე თქმით, ეს შეუძლებელია არმიის ყოვლისმომცველი მხარდაჭერისა და სამხედრო მოსამსახურეების მიმართ პატივისცემის გარეშე.

„უკრაინის შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ, რომ დაიცვან ჩვენი სახელმწიფო და უკრაინელი ხალხი. სრულმასშტაბიანი ომის პირობებში ეს შეუძლებელია საყოველთაო მობილიზაციის გარეშე“, – წერს სირსკი.