ალექსანდრ მოსტოვოი - საქართველოს ბელარუსთან კარგი შანსი აქვს
ალექსანდრ მოსტოვოი - საქართველოს ბელარუსთან კარგი შანსი აქვს

ესპანური „სელტასა“ და რუსეთის ნაკრების ყოფილი ლიდერი ალექსანდრ მოსტოვოი საქართველოს პირველ არხთან აცახდებს, რომ ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებს ბელარუსთან გამარჯვების კარგი შანის გააჩნია.

„დაძაბულ თამაშს ველოდები. ბელარუსი საინტერესო და მებრძოლი ნაკრებია, მაგრამ მატჩი თბილისში გაიმართება. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ საქართველოს ნაკრებს შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი გააჩნია,” – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ალექსანდრ მოსტოვოი.

მისი თქმით, საქართველოს ნაკრები პროგრესირებს:

„თქვენი ნაკრების თამაშები ვნახე და გუნდი საკმაოდ მომეწონა. საქართველო ნებისმიერი გუნდისთვის უხერხული მეტოქე გახდა – ირლანდიასთან და დანიასთან მატჩებსაც მივადევნე თვალი და გეტყვით, საქართველომ საკმაოდ ღირსეულად ითამაშა. გუნდში ბევრი ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელია, რომელთაც თამაშის საკუთარ თავზე აღება და გამწვავება შეუძლიათ“.