ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთს ბელარუსის შემადგენლობაში შესვლას სთავაზობს
ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთს ბელარუსის შემადგენლობაში შესვლას სთავაზობს

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთს ბელარუსის შემადგენლობაში შესვლას სთავაზობს.

მისი თქმით, არც რუსეთის და არც ბელარუსის ოპოზიცია ამის წინააღმდეგი არ იქნება.

„ძალიან მარტივი ვარიანტი, რომელიც მისაღები იქნება რუსეთშიც და ბელარუსშიც ერთიანი მთავრობის გეგმის თვალსაზრისით – თქვენ შემოდით ბელარუსის შემადგენლობაში“, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.