ალექსანდრ ლუკაშენკო - რუსეთი წიწიბურას აღარ გვაწვდის
ალექსანდრ ლუკაშენკო - რუსეთი წიწიბურას აღარ გვაწვდის

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, რუსეთმა ქვეყანას წიწიბურის მიწოდება შეუწყვიტა. საპასუხოდ, ბელარუსის პრეზიდენტმა ადგილობრივი წარმოების გაზრდა მოითხოვა.

ამის შესახებ განცხადება ლუკაშენკომ ერთ-ერთი საწარმოს მონახულების დროს გააკეთა.

„ჩვენ უნდა შევძლოთ წიწიბურის ღირსეული რაოდენობის წარმოება, რადგან რუსეთმა თანამშრომლობაზე უარი თქვა“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

პირველ აპრილს ბელარუსმა დროებით შეაჩერა ქვეყნიდან წიწიბურის, ხახვისა და ნივრის ექსპორტი.