ალექსანდრ ლაკაზეტი გიორგი მიქაუტაძეზე - მიმაჩნია, რომ ერთად მეტის მიღწევა შეგვეძლო #1TVSPORT
„ლიონის“ ლეგენდა ალექსანდრ ლაკაზეტი გულდაწყვეტილია – გუნდიდან წასულმა „გენერლმა“, ვისაც „ლიონის“ მაისურით 201 გოლი აქვს გატანილი, სინანული გამოთქვა, რომ გიორგი მიქაუტაძესთან ერთად თამაში, ფაქტობრივად, არ მოუწია.
საკლუბო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში დასმულ კითხვაზე, „ლიონიდან“ წასვლის შემდეგ გული რაზე წყდება, უპასუხა: „ჟორჟი“.
„ამ სეზონში მე და ჟორჟ მიქაუტაძეს ერთად, დუეტში უნდა გვეთამაშა, მაგრამ საბოლოოდ ასე არ გამოვიდა, გული მწყდება, რომ მოედანზე ერთად ყოფნა იშვიათად გვიწევდა – ერთმანეთის კონკურენტები გავხდით, ეს თავდაპირველად დაგეგმილი არ იყო. მიმაჩნია, რომ ერთად მეტის მიღწევა შეგვეძლო“, – განაცხადა ლაკაზეტმა.