ალექსანდრ ჯიკიჩი - დაველოდოთ საბერძნეთისა და ესპანეთის მატჩს #1TVSPORT
ალექსანდრ ჯიკიჩი - დაველოდოთ საბერძნეთისა და ესპანეთის მატჩს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე ბოსნია-ჰერცეგოვინასთან 76:84 დამარცხდა, თუმცა პლეი ოფში თამაშის შანსი რჩება. ამისთვის აუცილებელია დღის ბოლო შეხვედრაში საბერძნეთმა ესპანეთს მოუგოს.

ბოსნიასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრ ჯიკიჩმა:

„მძიმე დასაწყისის შემდეგ თამაში გამოვასწორეთ და ანგარიშზე 69:69 გვქონდა წინ გასვლის შანსი, მაგრამ არ გამოგვივიდა. ამის შემდეგ ჩვენმა მეტოქემ თამაშის გაკონტროლება შეძლო და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც. უფრო ჭკვიანურად უნდა გვეთამაშა.

ახლა მოთმინება გვმართებს, უნდა დაველოდოთ საბერძნეთისა და ესპანეთის დაპირისპირებას“.