ალექსანდრ ჩეფერინი „უეფას“ (UEFA) პრეზიდენტად კიდევ ოთხი წლით აირჩიეს
ალექსანდრ ჩეფერინი „უეფას“ (UEFA) პრეზიდენტად კიდევ ოთხი წლით აირჩიეს

„უეფას“ (UEFA) პრეზიდენტი ალექსანდ ჩეფერინი ევროპული ფეხბურთის სათავეში კიდევ ოთხი წლით იქნება. რომში გამართულ „უეფას“ 43-ე კონგრესზე ის აღნიშნულ თანამდებობაზე მეორე ვადით აირჩიეს.

51 წლის სლოვენიელი, რომელიც „უეფას“ მეშვიდე პრეზიდენტია, ამ თანამდებობას 2016 წლის სექტემბრიდან იკავებს. მან ფიცი დადო, რომ – „ერთობა, იმედი, პატივისცემა და სოლიდარობა“ ევროპული ფეხბურთის და „უეფას“ სტრატეგიის განუყოფელი ნაწილი იქნება.

„შემიძლია დაგპირდეთ, რომ მომდევნო ოთხი წლის მანძილზე ჩვენ ერთად ვიმუშავებთ და ვუზრუნველყოფთ იმას, რომ ევროპული ფეხბურთი ერთიანი იქნება. ევროპულმა ფეხბურთმა უნდა განაგრძოს სოლიდარობის დემონსტრირება და ხალხისთვის იმედის მოტანა. ზუსტად იცოდეთ, რომ ევროპული ფეხბურთი დინების წინააღმდეგ წავა და ტრენდებს არ აჰყვება“, – განაცხადა ჩეფერინმა.