ალექსანდრ ჩეფერინი - უეფა-ში რეგიონული ლიგების ჩამოყალიბებაზე ვფიქრობთ
ალექსანდრ ჩეფერინი - უეფა-ში რეგიონული ლიგების ჩამოყალიბებაზე ვფიქრობთ

უეფა-ს პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინიმბელგრად დეილისთვის“ მიცემულ ინტერვიუში უმნიშვნელოვანესი განცხადება გააკეთა.

მან ისაუბრა ბალკანეთში არსებულ იდეაზე, რომ ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებმა ისევ საერთო ჩემპიონატი ჩაატარონ და ზოგადად შეეხო საკითხს, რომელიც ეხება არა მხოლოდ ექს-იუგოსლავიას, არამედ, ადრე თუ გვიან საქართველოსთვისაც აქტუალური გახდება – რეგიონული ლიგების შექმნას.

უეფა-ს პრეზიდენტის თქმით, რეგიონული ლიგის შექმნა ზოგადად კარგი იდეაა, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნების საერთო ლიგის დაფუძნება არარეალურია.

უეფა-ში რეგიონული ლიგების ჩამოყალიბებაზე ვფიქრობთ და ამაზე ფეხბურთის ფედერაციების ხელმძღვანელებთანაც ვსაუბრობთ. ამასთან, არ მჯერა, რომ უახლოეს მომავალში ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნების საერთო ლიგის შექმნა შესაძლებელი იქნება. პოლიტიკური ვითარება კვლავ რთულია და ხალხის მეხსიერებაში ომი დღემდე შემორჩენილია“, – თქვა ჩეფერინმა.

მისი თქმით, უფრო რეალური ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობის მქონე ქვეყნების ლიგის დაფუძნებაა:

„თუ რეგიონურ ლიგებს ჩამოვაყალიბებთ, მაშინ უფრო რეალური ერთ ლიგაში ისეთი ქვეყნების გუნდების ყოფნა იქნება, როგორებიც სლოვენია და ხორვატია და ზოგიერთი სხვა ქვეყანა არიან. ხოლო სერბეთი სხვა რეგიონალურ ლიგაში უფრო წარმომოდგენია. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი შეჯიბრებებით უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ინტერესდება, რადგან ეს გაზრდის კლუბების ღირებულებას, სასპონსორო და სატელევიზიო უფლებების გაყიდვებით მიღებულ შემოსავლებს“.