ალექსანდრ ჩეფერინი - შესაძლოა, ევროტურნირები აღარ დასრულდეს
ალექსანდრ ჩეფერინი - შესაძლოა, ევროტურნირები აღარ დასრულდეს

უეფა-ს პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა გერმანულ ტელეკომპანია ZDF- სთან ინტერვიუში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ევროპული საკლუბო ტურნირების განახლებისა და დასრულების სასურველი ვადა დაასახელა.

„ჩვენ ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის განახლების სხვადასხვა ვარიანტები გვაქვს. ეს შეიძლება მოხდეს მაისში, ივნისში, ივლისში … ან შეიძლება ეს საერთოდ არ მოხდეს – ასეთი ვარიანტიც არსებობს. ამაზე უეფა-ს სამუშაო ჯგუფი მუშაობს. ბევრი რამაა დამოკიდებული ხელისუფლებებზე – არ ვიცით, ისინი თამაშის საშუალებას მოგვცემენ?“ – განაცხადა ჩეფერინმა ZDF-თან ინტერვიუში.

მან ევროტურნირების დასრულების ბოლო ვადა დაასახელა: „ყველაფერი უნდა დასრულდეს 3 აგვისტომდე, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე ევროპალიგაზე. ჩვენ არ შეგვიძლია, მატჩები სექტემბრამდე ან ოქტომბრამდე გადავდოთ. ტურნირების ფორმატს რაც შეეხება, ჩვენ მრავალი ვარიანტი გვაქვს. ეს ჩვეულებრივი ვითარებაა. ჩვენ მოქნილები უნდა ვიყოთ“.