ალექსანდრ ჩეფერინი ფიფა-ს განუხორციელებელ გეგმაზე – ზოგიერთი ადამიანი მეფედ გრძნობს თავს, ჩვენ სპორტის გაყიდვის კიდევ ერთი მცდელობა აღვკვეთეთ #1TVSPORT

16:16, 24.08.2026

უეფა-ს პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინმა ისაუბრა ფიფა-ს გეგმებზე, რომლის მიხედვითაც, კერძო ინვესტორებისთვის აპირებდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე უფლებების მიყიდვას.

„მთავარია, რომ ჩვენ სპორტის გაყიდვის კიდევ ერთი მცდელობა აღვკვეთეთ. რთული წარმოსადგენია, როგორი ადამიანი უნდა იყო, რომ გაყიდო სპორტი, რომელიც ყველას ეკუთვნის.

ქაღალდზე ფიფა-ში მართვის მკაფიო სისტემა არსებობს – ფიფა-ს საბჭო წყვეტს ძირითად საკითხებს, კონგრესი იღებს გადაწყვეტილებებს და ა.შ. პრეზიდენტს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება არ შეუძლია. მაგრამ რომ იცოდეთ, ჩვენ უკვე გვაქვს ამ ორგანიზაციასთან 100 წლის განმავლობაში მუშაობის წარუმატებელი გამოცდილება. მუდმივად ჩნდება რაღაც პრობლემები, წინააღმდეგობები. ზოგიერთი ადამიანი თავს მეფედ მიიჩნევს.

ამას ყველა სხვადასხვაგვარად უყურებდა, მაგრამ ყველა ერთსულოვანი იყო იმაში, რომ ეს სამარცხვინოა. ჩემი აზრით, შესანიშნავია, რომ საფეხბურთო საზოგადოება ასეთი ძლიერია და სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, როცა აზიის ფეხბურთის კონფედერაციამ და CONCACAF-მა მხარი დაგვიჭირეს“, – თქვა ჩეფერინმა The Rest Is Politics-ის პოდკასტში.

ივლისის ბოლოს ცნობილი გახდა ფიფა-ს გეგმების შესახებ, რომლის მიხედვითაც, უნდა შექმნილიყო FIFA Forward Enterprise (FFE) – ახალი კომერციული სტრუქტურა, რომელსაც მიჰყიდნენ მსოფლიო ჩემპიონატის წილს. მოგვიანებით, ინფანტინომ გადაწყვიტა უარი ეთქვა ამ იდეაზე საფეხბურთო კონფედერაციების მხრიდან კრიტიკისა და უეფა-ს მხრიდან მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტის ფონზე.

მსგავსი