ალექსანდერ ვოლკანოვსკი - კოლბი თიქნესი ყველაზე მშრომელი ადამიანია, ვისაც ვიცნობ #1TVSPORT
ალექსანდერ ვოლკანოვსკი - კოლბი თიქნესი ყველაზე მშრომელი ადამიანია, ვისაც ვიცნობ #1TVSPORT

UFC 312-ზე ალექსანდრე თოფურია სუპერმსუბუქ დივიზიონში ავსტრალიელ კოლბი თიქნესს შეხვდება, რომელიც შერეულ ორთაბარძოლებში დაუმარცხებელია (7:0).

ალექსანდრე თოფურიას მსგავსად (5:1), თიქნესიც UFC-ში პირველ შეხვედრას გამართავს, ხოლო მის კუთხეში ქვემსუბუქი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი ალექსანდერ ვოლკანოვსკი იქნება.

ჟურნალისტებმა მოახლოებული ჩხუბის შესახებ ლეგენდარულ ავსტრალიელს აზრის დაფიქსირება სთხოვეს.

„კოლბი თიქნესი დედამიწაზე ყველაზე მშრომელი ადამიანია, ვისაც ვიცნობ. თითქმის მთელი კარიერის მანძილზე ის ჩემი სპარინგ პარტნიორი იყო“, – განაცხადა ვოლკანოვსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ქვემსუბუქი დივიზიონის ქამარი ვოლკანოვსკის ალექსანდრეს ძმამ, ილიამ წაართვა, რომელმაც მას ნოკაუტით სძლია. ილია თოფურია 9 თებერვალს თავისი ძმის კუთხეში მწვრთნელის ამპლუაში იქნება.