ალექსანდერ ვოლკანოვსკი - ილია თოფურია მუდმივად ვითარდება #1TVSPORT
ალექსანდერ ვოლკანოვსკი - ილია თოფურია მუდმივად ვითარდება #1TVSPORT

UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონმა, ავსტრალიელმა ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ ESPN-ის ერთ-ერთ პოდკასტში თავისი დივიზიონის მებრძოლების შესახებ ისაუბრა.

ჩემპიონმა ბოლო პერიოდში ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიას შესანიშნავ გამოსვლას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ის მუდმივად ვითარდება.

„ვფიქრობ, მან ჩემთან აუცილებლად უნდა იბრძოლოს. მომწონს თოფურიას სტილი, მუდმივად ვითარდება და რაღაცით საკუთარ თავს ვამსგავსებ, თუმცა ახლა ამაზე ბევრს არაფერს ვიტყვი, რადგან ზედმეტი საუბრით ჩხუბი საზოგადოებისთვის უინტერესო იქნება.

ამჟამად იარი როდრიგესთან ბრძოლაზე ვფიქრობ, ამ მომენტისთვის ის გაცილებით დიდ საფრთხეს მიქმნის, ვიდრე თოფურია. სამომავლოდ კი ტიტულის დასაცავად ქართველთან ვიჩხუბებ, ჩემთვის ეს პრობლემა არაა“, – განაცხადა ვოლკანოვსკიმ.

უკვე ორი წელია, ქვემსუბუქ წონაში ავსტრალიელი მებრძოლი ჩემპიონის ქამარს წარმატებით იცავს. ვოლკანოვსკი, რომელსაც კარიერაში 25 გამარჯვება და ორი მარცხი აქვს, შემდეგ დაპირისპირებას 9 ივლისს იარი როდრიგესთან გამართავს.

რაც შეეხება ილია თოფურიას, ქართველი UFC-ის ქვემსუბუქი წონის რეიტინგში დაწინაურდა და ამჟამად მეხუთე ადგილზეა. 24 ივნისს მან ამერიკელი ჯოშ ემეტი (18-4) დაამარცხა.