ალექსანდერ ვერშბოუ უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩად ინიშნება
ალექსანდერ ვერშბოუ უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩად ინიშნება

ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე, ალექსანდერ ვერშბოუ უარყოფს ქართულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის საქართველოში აშშ-ის ელჩად ინიშნება.

შესაბამის განცხადებას ვერშბოუ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს.

„ვამაყობ, რომ ვარ საქართველოს მეგობარი და ნატო-სკენ მისი მისწრაფებების მხარდამჭერი, თუმცა მე არ ავრჩეულვარ აშშ-ის ელჩად“, – წერს ალექსანდრ ვერშბოუ.

დატოვე კომენტარი