ალექსანდერ ისაკმა ტრავმა მიიღო – შვედი თავდამსხმელი „ლივერპულში“ ბრუნდება #1TVSPORT
„ლივერპულმა“ შვედი თავდამსხმელის, ალექსანდერ ისაკის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. როგორც ირკვევა, ფეხბურთელმა სანაკრებო შეკრებაზე მცირე დაზიანება მიიღო და სანაკრებო მატჩების დასრულებამდე ინგლისში დაბრუნდა.
კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:
„ალექსანდერ ისაკი მცირე ტრავმის გამო სანაკრებო შეკრებიდან ბრუნდება.
თავდამსხმელი შვედეთის ეროვნული ნაკრების მიმდინარე სანაკრებო პაუზის დარჩენილ სამ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ახლა მას კლუბის სამედიცინო შტაბი AXA-ს სავარჯიშო ცენტრში გამოიკვლევს და მის მდგომარეობას შეაფასებს.“
შვედეთის ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ტურში რუმინეთი 2:1 დაამარცხა, ერთი გოლი სწორედ ისაკმა გაიტანა – გუნდს სექტემბერსა და ოქტომბეში კიდევ სამი მატჩი ელის.