ალექსანდერ ისაკმა „ნიუკასლს“ გუნდიდან წასვლის შესახებ გამოუცხადა #1TVSPORT
ალექსანდერ ისაკმა „ნიუკასლს“ გუნდიდან წასვლის შესახებ გამოუცხადა #1TVSPORT

„ნიუკასლის“ ფორვარდმა ალექსანდერ ისაკმა თავის კლუბს აცნობა, რომ ზაფხულში სხვაგან გადასვლა სურს, – დაწერა სოციალურ ქსელში იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ.

„ნიუკასლის“ ხელმძღვანელობამ იცის მოთამაშის გეგმების შესახებ და ახლა გადაწყვეტს, როგორ მოიქცეს. აღნიშნავენ, რომ ისაკი „ლივერპულის“ მთავარი სამიზნეა, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისის ჩემპიონმა „აინტრახტიდან“ შეიძინა უგო ეკიტიკე. ადრე იტყობინებოდნენ, ისაკის მიმართ საუდის არაბეთის „ალ-ჰილალის“ ინტერესის შესახებ, მაგრამ ამ მომენტისთვის მხარეები მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ.

ამ ინფორმაციამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ 25 წლის შვედი არ გაჰყვა „ნიუკასლს“ აზიურ ტურნეში.

2024-25 წლების სეზონში ისაკმა 27 გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა 42 მატჩში. მისი კონტრაქტი „ნიუკასლთან“ 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში.