ალექსანდერ ისაკის მსურველს ფეხბურთელის სანაცვლოდ 150 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევს #1TVSPORT
შვედი თავდამსხმელის, ალექსანდერ ისაკის შეძენის მსურველს ფეხბურთელის სანაცვლოდ 150 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევს, – ამის შესახებ Football Insider-ი წერს.
„ნიუკასლის“ ფეხბურთელის შეძენა ინგლისის პრემიერლიგის რამდენიმე კლუბს სურს, თუმცა ყველაზე აქტიურები „ლივერპული“ და „არსენალი“ არიან. ამ კლუბების წარმომადგენლები საკუთარ წინადადებებს უკვე ამზადებენ.
ალექსანდერ ისაკს მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში 19 გოლი და 5 საგოლე გადაცემა აქვს, ის „ნიუკასლის“ ერთ-ერთ ლიდერად იქცა.
შვედი თავდამსხმელი ინგლისურმა კლუბმა 2022 წელს 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ „რეალ სოსიედადიდან“ შეიძინა.