ალექსანდერ ისაკი „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩისთვის „ლივერპულის“ შემადგენლობას დაუბრუნდება #1TVSPORT
შვედეთის ნაკრებისა და „ლივერპულის“ 26 წლის თავდამსხმელი ალექსანდერ ისაკი მძიმე ტრავმის შემდეგ სრულად გამოჯანმრთელდა.
წვივის ძვლის მოტეხილობისა და სამთვიანი პაუზის შემდეგ ისაკი უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს და „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მონაწილეობის მიღებას მოახერხებს.
ისმაკმა ტრავმა ინგლისის პრემიერლიგის მე-17 ტურში, „ტოტენჰემთან“ შეხვედრის დროს მიიღო. მოედანზე შესვლიდან 10 წუთში მან გოლი გაიტანა, ხოლო დარტყმის მომენტში წვივის ძვალი მოიტეხა.
ალექსანდერ ისაკი „ლივერპულის“ ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერია. მის სანაცვლოდ გასული წლის ზაფხულში ინგლისურმა გრანდმა „ნიუკასლს“ დაახლოებით 150 მილიონი ევრო გადაუხადა.
ტრავმების გამო ისაკმა მიმდინარე სეზონში მატჩების უმეტესობა გამოტოვა და მის ანგარიშზე მხოლოდ სამი გოლია.
„პარი სენ-ჟერმენსა“ და „ლივერპულს“ შორის პირველი მატჩი 8 აპრილს შედგება, ხოლო განმეორებითი – 14 აპრილს.