ალექსანდერ ისაკი „ნიუკასლის“ შემადგენლობაში თამაშს აღარ აპირებს #1TVSPORT
ალექსანდერ ისაკმა „ნიუკასლის“ რიგებში თამაშზე უარი თქვა, – ინფორმაციას სატრანსფერო სიახლეების ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
როგორც რომანო წერს, შვედი თავდამსხმელი არ იქნება „ნიუკასლის“ განაცხადში „ასტონ ვილასთან“ ინგლისის პრემიერლიგის 2025/2026 წლის სეზონის პირველი ტურის მატჩში.
25 წლის შვედის ერთადერთი მიზანი „ლივერპულის“ შემადგენლობაში გადასვლაა. ცოტა ხნის წინ „ნიუკასლმა“ მერსისაიდული კლუბისგან მიღებული შეთავაზება, რომელიც 120 მილიონ ფუნტს შეადგენდა, უარყო.
ისაკი „ნიუკასლის“ წევრი 2022 წელს გახდა, მან გუნდის მაისურით ჩატარებულ 109 მატჩში 62 გოლი გაიტანა.