ალექსანდერ ჩეფერინი - საფეხბურთო ინფრასტრუქტურა იტალიაში სამარცხვინოა #1TVSPORT
უეფა-ს პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინმა მკაცრად გააკრიტიკა საფეხბურთო ინფრასტრუქტურა იტალიაში.
2025 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ მილანის სტადიონმა, „სან სირომ“ ვერ მიიღო 2017 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის უფლება. გადამწყვეტი მატჩი მადრიდში, „ატლეტიკოს“ საშინაო სტადიონზე გაიმართება.
„საფეხბურთო ინფრასტრუქტურა იტალიაში სამარცხვინოა. იტალია – ერთ-ერთი უდიდესი საფეხბურთო ქვეყანაა, რომელსაც მოუგია მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები. მაგრამ, ამავდროულად, სხვა უდიდეს საფეხბურთო ქვეყნებს შორის იტალიას, რა თქმა უნდა, ყველაზე ცუდი ინფრასტრუქტურა აქვს. სიმართლე გითხრათ, მე ცოტათი დავიღალე სტადიონების შესახებ ამ იტალიური დისკუსიებით, რადგან ყველაფერი მხოლოდ ლაპარაკის დონეზე რჩება.
იმედია, იტალია რაღაცას გააკეთებს სტადიონებთან დაკავშირებით. კლუბებს სჭირდებათ დახმარება მთავრობისა და კერძო ინვესტორებისგან. მოქმედების დროა, რადგან სტადიონები საშინელ მდგომარეობაშია“, – განაცხადა ჩეფერინმა Sportmediaset-თან ინტერვიუში.