ალექსანდერ ჩეფერინი ისევ აპირებს უეფა-ს პრეზიდენტობაზე კანდიდატურის წამოყენებას #1TVSPORT

22:04, 09.10.2026

უეფა-ს პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი აპირებს კიდევ ერთხელ იყაროს კენჭი ორგანიზაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე, – იტყობინება BBC.

თავისი გადაწყვეტილების შესახებ ჩეფერინმა უეფა-ს დელეგატებს აცნობა ბერლინში შეხვედრის დროს. უფრო ადრე, კოპენჰაგენში ევროპული კლუბების ასოციაციის ასამბლეაზე „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ჰელაიფიმ საჯაროდ დაუჭირა მხარი ჩეფერინს და მოუწოდა მას, ახალი ვადით წამოაყენოს თავისი კანდიდატურა.

სლოვენიელი ფუნქციონერი 58 წლისაა. ის უეფა-ს 2016 წლიდან ხელმძღვანელობს. თუ ჩეფერინს ისევ აირჩევენ პრეზიდენტად, ის მეოთხედ ჩაუდგება სათავეში მთავარ ევროპულ საფეხბურთო ორგანიზაციას.

მსგავსი