ალექსანდერ ჩეფერინი - ერიკსენის ეპიზოდმა აჩვენა, რომ ფეხბურთი შესანიშნავია, ორივე გუნდის გულშემატკივრები მის სახელს სკანდირებდნენ #1TVSPORT
ალექსანდერ ჩეფერინი - ერიკსენის ეპიზოდმა აჩვენა, რომ ფეხბურთი შესანიშნავია, ორივე გუნდის გულშემატკივრები მის სახელს სკანდირებდნენ #1TVSPORT

უეფა-ს პრეზიდენტმა ალექსანდრე ჩეფერინიმ ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე დანია-ფინეთის მატჩის დროს მომხდარ ამბავზე კომენტარი გაავრცელა.

„ასეთ მომენტებში ცხოვრებაში ყველაფრის ხელახლა გააზრება შეგიძლიათ. კრისტიანს უსწრაფეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და ვლოცულობ, რომ მის ოჯახს ჰქონდეს ძალა და რწმენა. დღესდღეობით საფეხბურთო ოჯახის ერთიანობა იმდენად დიდია, რომ მას და მის ოჯახს ყველას კეთილი სურვილები და ლოცვები აძლიერებს. მესმოდა, რომ ორივე გუნდის გულშემატკივრები მის სახელს სკანდირებდნენ. ფეხბურთი შესანიშნავია და კრისტიანი მას შესანიშნავად თამაშობს“, – განაცხადა უეფა-ს პრეზიდენტმა ალექსანდრე ჩეფერინიმ.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე დანიისა და ფინეთის ნაკრებებს შორის შეხვედრა 42-ე წუთზე შეწყდა, რადგან დანიელმა ნახევარმცველმა კრისტიან ერიკსენმა გონება დაკარგა. ექიმები ფეხბურთელს მინდორზე დახმარებას უწევდნენ, მაგრამ მოედნიდან სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს.

კოპენჰაგენის სტადიონის ტრიბუნაზე შეკრებილი გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდა ინფორმაციას ერიკსენის ჯანმრთელობის შესახებ. მატჩის დიქტორმა გამოაცხადა, რომ ფეხბურთელი გონს მოვიდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა.

უეფა-მ შეხვედრის გადადების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მოთამაშეების თხოვნით მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე განახლდა.